1960 წელი. 28 ნოემბერი. გიბრალტარი. დღეს აქ ერთ პატარა, ინტერნაციონალურ ოჯახში მორცხვი ბიჭი, ხუან კარლოს ანტონიო დაიბადება. ამ სახელს ის ექვსი წელი ატარებს, რის შემდეგაც ოჯახი სამხრეთ ინგლისში გადადის საცხოვრებლად და ხუანიც ჯონი ხდება. თუმცა ბევრი რამ უცვლელი რჩება, განსაკუთრებით დედამისის აღზრდის სტილი. ანიტა ფლამენკოს მასწავლებელია და მისი შვილი განსაკუთრებულად არის გამოწყობილი მაშინაც კი, როდესაც ქუჩის კუთხეში მდგარ მაღაზიაში უწევს მისვლა. სხვა მხრივ, ჯონი არაფრით გამორჩეული ბიჭია, გრამატიკის სკოლაში დადის და ტანსაცმლისა და ინგლისელებისთვის ეგზოტიკური გარეგნობის გარდა ყურადღებას არც არაფრით იქცევს.
1979 წელი. ლონდონი. პატარა ჯონისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ის წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნების სკოლაში შედის, სადაც განსაკუთრებით ინტერესდება ისტორიული კოსტიუმებით. ეს გავლენას ახდენს როგორც მის სადიპლომო ნამუშევრებზე, რომელთა შექმნაც ფრანგული რევოლუციითა შთაგონებული, ისე მთელ მომავალ შემოქმედებაზეც. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: საკუთარი სტუდიის გახსნა, პირველი ინვესტორი, პარიზის მოდის კვირეული... თუმცა ჯონის წარმატება საკმაოდ ეფემერული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა შემოქმედი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა და ბედის საძებნელად პარიზში მოუწია გამგზავრება.
აქ დაიწყო გალიანოს ზეობის ხანა. დაიწყო ცარიელი ჯიბით, მეგობრის ბინაში იატაკზე გატარებული ღამეებით, მძიმე შრომით, მატერიალური მხარდაჭერის ძიებით. ამ უკანასკნელის ნაცვლად, ჯონმა მეგობრები შეიძინა, რომლებმაც იმ დროს ფასდაუდებელი მხარდაჭერა გაუწიეს. ამერიკული ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ანა ვინტურმა სწორად შეაფასა ახალგაზრდა დიზაინერის პოტენციალი და ყველანაირად ეცადა მის დახმარებას. სწორედ მან დაიყოლია საუ შლუმბერჟე, რომ მას თავისი პარიზული სახლი გალიანოს ჩვენების მოსაწყობად დაეთმო. ამ ჩვენებამ ბრწყინვალედ ჩაიარა. 90-იანების დასაწყისის უსახურ, ბრწყინვალებას და იდეებს მოკლებულ მოდაში სუფთა ჰაერივით შეიჭრა გალიანოს შემოქმედება, მთელი თავისი ფუფუნებით, რომანტიკით, გლამურითა და ავანგარდულ-თეატრალური სიგიჟეებით. დიორის სახლში კორონაციამდე ჯონ გალიანომ ბუნებრივია LVMH -ის (Moet Hennessy-ისა და Louis Vuitton-ის სახლების გაერთიანებით შექმნილი კომპანია. დღეს მოდის სექტორში ერთ-ერთ გიგანტად გვევლინება და ისეთ სერიოზულ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა დიორი, ჟივანში, გერლენი, კენზო და ა.შ) დირექტორის, ბერნარ არნოს სიმპათიაც დაიმსახურა. 1995 წელს არნომ გალიანო ჟივანშის სახლის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე მიიწვია, 1997 წელს კი უკვე დიორის სახლში მთავარ დიზაინერად. არნოს ინტუიციამ გაამართლა - გალიანომ მნიშვნელოვნად შეცვალა ჯერ ჟივანშის, შემდეგ კი დიორის შემოქმედებითი ხედვა და ძალიან გაზარდა კომპანიების გაყიდვები. შეიძლება ითქვას, რომ ჯონმა დიორს მეორე სიცოცხლეც კი აჩუქა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 90-იანების ბოლოს ამ ბრენდის სტილი უკვე საკმაოდ კონსერვატორული და ერთფეროვანი იყო. ასე რომ, LVMH-ის საუკეთესო რესურსები ასევე საუკეთესო ხელში აღმოჩნდა - გალიანოს თეატრალურ ფანტაზიას გასაქანი მიეცა, რამაც მოდის ინდუსტრია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. დიზაინერმა თავისი ორიგინალური შეხედულებებით კიჩზე, ფუფუნებასა და ეკლექტიკაზე მოდაში დამკვიდრებული კლიშეები გაანადგურა და რაც მთავარია, მასში რომანტიზმი და სილამაზე დააბრუნა. მის შემოქმედებას ვერ მოუძებნით მეცნიერულ ახსნას, რადგან მხოლოდ გალიანოს შეუძლია ერთ კოლექციაში ჩინური ხელოვნება ტულუზ ლოტრეკის ფერწერას დაუკავშიროს და ის არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ კომერციულად მომგებიანადაც კი აქციოს.
რამდენიმე დღის წინ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში დიორის გალიანოს მიერ შექმნილი კოლექციის ჩვენება უკანასკნელად გაიმართა. პირველ მარტს დიორის პრეზიდენტმა, სიდნეი ტოლედანომ გააკეთა განცხადება, რომ გალიანოს მსოფლმხედველობა სრულ დისონანსს ქმნის კრისტიან დიორის ფასეულობებთან და დიზაინერთან კონტრაქტი გაწყვიტა. დღეს ალბათ არც ისე ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც არ არის ინფორმირებული აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ მაინც ჯობს, მოკლედ გავიხსენოთ ის მოვლენები, რომელიც გალიანოს გათავისუფლებას წინ უძღოდა.
რამდენიმე თვის წინ, დიორის სახლმა კონტრაქტი გააფორმა მსახიობ ნატალი პორტმანთან, რომელიც დათანხმდა, რომ გამხდარიყო სუნამოს Miss Dior Cherie-ს სახე. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ პორტმანის ხმაურიანი განცხადება გახდა იმის საფუძველი, რომ დიორის სახლმა გალიანო ასე სასწრაფოდ და უხეშად მოიშორა თავიდან. პორტმანმა თქვა, რომ შოკირებული იყო გალიანოს საქციელით და უარს აცხადებდა მასთან ოდესმე რაიმე სახის თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, მსახიობს დიორთან კონტრაქტი არ გაუწყვეტია. პორტმანი შოკირებული გახლავთ იმ გარემოების გამო, რომ უწევდა ურთიერთობა ანტისემიტ ადამიანთან, როდესაც თავად ებრაული წარმოშობისაა. შეგახსენებთ, ახლახანს გავრცელდა ვიდეო, სადაც პარიზის კაფე La Perle-ში ძალიან ნასვამი გალიანო ორ ქალს ეუბნება, რომ უყვარს ჰიტლერი და ისეთ ხალხს, როგორიც მისი მოსაუბრეები არიან, ის გაზის კამერაში ამოხუთავდა. ამ ნამდვილად სიძულვილით აღსავსე სიტყვებში არც ისე იოლია დაინახო ანტისემიტური განწყობა. ქალები, რომელთანაც გალიანოს კონფლიქტი მოუვიდა, იტალიელები იყვნენ, ჰიტლერისა და მისი მეთოდების ხსენება კი ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტური შედარება შეიძლება ყოფილიყო ანტიპათიის და არა ებრაელი ერის მიმართ სიძულვილის გამოსახატავად. როგორც პატრიცია ფილდი ამბობს, ეს არა ანტისემიტური, არამედ თეატრალური გამოხდომა იყო და ამაში არის ლოგიკის მარცვალი, რადგან შეურაცხყოფის ობიექტებს არანაირი საერთო არ ჰქონდათ ებრაელებთან.
ასეა თუ ისე, გალიანოს გარშემო ახლა არც ისე ბევრი მეგობარი და დამცველია. მოდის ინდუსტრიაში სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც სჯერა, რომ გალიანო პროვოკაციის მსხვერპლია (სხვათაშორის, ამაზე განცხადება ჯონის ორი "მსხვერპლის" თანამემამულემ, იტალიური ვოგის რედაქტორმა ფრანკა სოცანიმ გააკეთა). ჯორჯო არმანიმ ასევე გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ მთვრალი გალიანოს ბოდვა მის დაუკითხავად გადაიღეს. "არაფერი, რაც მას შეუქმნია, არ წარმოაჩენს მას, როგორც რასისტს, უფრო პირიქით. ჩანაწერში შეიძლება ადამიანს ათქმევინო ის, რაც სინამდვილეში მას არ უთქვამს. ისინი ამბობენ რაღაც სიტყვებს, მაგრამ როგორია კონტექსტი? პიროვნება (რომელიც გალიანოს ელაპარაკება ჩანაწერში), თავდაჯერებული (და ძალიან ფხიზელიც. ნ.ა.) ჩანს და ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს", - განაცხადა ჟან პოლ გოტიემ. ეს განსაკუთრებით კეთილშობილური საქციელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟან პოლ გოტიე დიორის ახალი მთავარი დიზაინერის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატად განიხილება. ნიკოლ კიდმანმა (რომელიც ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე დიორის კაბით გამოცხადდა), ნატალია ვოდიანოვამ, შანელ იმანმა ასევე გამოუცხადეს სოლიდარობა გალიანოს. მხარდამჭერები ასევე გამოჩნდნენ როდენის მუზეუმის წინ (სადაც ახალი ჩვენება გაიმართა) პლაკატებით ხელში, რომელზეც ეწერა The King Is Gone. ამასობაში, ჯონმა საპირისპირო საჩივარი შეიტანა იტალიელი ქალების წინააღმდეგ, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს და სცადეს მისთვის სკამი ჩაერტყათ. პარალელურად, ორი მარტის საღამოს გალიანომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებაში, სადაც ის ცხოვრობს, არ არის რასიზმის ადგილი, ის ბოდიშს იხდის ნათქვამისთვის, თუმცა უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და მათ ცილისწამებად მიიჩნევს.
ანტისემიტიზმი და ზოგადად დისკრიმინაცია უარყოფით განწყობას ნამდვილად ქმნის და პროტესტის გრძნობასაც წარმოშობს. მიუხედავად იმისა, რომ გალიანოს სკანდალური სიტყვები ექსცენტრიული ბავშვის გაბრაზებულ გამოხდომად უფრო მიმაჩნია, ვიდრე ანტისემიტიზმის სერიოზულ (ან არასერიოზულ) გამოხატულებად, ამ მოვლენებმა ახალი ნამუშევრების სანახავად ცუდი განწყობა შემიქმნა. მოგვიანებით, როდესაც დიორის და ცალკე გალიანოს ბრენდის კოლექციები ვნახე, მართლა ცუდ ხასიათზე დავდექი, უკვე იმის გამო, რომ შეიძლება ასეთი ესთეტიკური სიამოვნება ბოლო აღმოჩნდეს. გალიანოს ჩვენება, რომელიც დიზაინერის გარეშე გაიმართა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია წლევანდელ ნამუშევრებს შორის და გასული საუკუნის 20-იანი წლების რომანტიზმს, ელეგანტურობასა და ფუფუნებას ასახავს. ბრწყინვალე იყო კრისტიან დიორის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაც, რომელმაც თანამედროვე მეკობრეების და თან ძალიან სენსუალური ქალის სახე გააერთიანა. დიორის კოლექცია ტოლედანომ გახსნა გრძელი სიტყვით, რომელშიც გალიანო სახელით ერთხელაც არ უხსენებია, თუმცა გრძლად ისაუბრა ანტისემიტიზმის საშინელებებზე, ხოლო ჩვენების ბოლოს დიორის სახლის მთელი პერსონალი გამოვიდა თეთრ ხალათებში გამოწყობილი. ვფიქრობ, ასეთი თეატრალიზმი თვით გალიანოსაც კი შეშურდებოდა. ვის ვიხილავთ შემდეგ "პაკლონზე", ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. ალბათ რიკარდო ტიშის, ან ალბერ ელბაზს, ან ნიკოლა გესკიერს... დიორის სახლს რომ ახალი სისხლი ჭირდება, ეს ეჭვგარეშეა. ისიც ცხადია, რომ არნოს არჩევანი კვლავ უზადო იქნება და მაინც... ამ არჩევანის გაკეთება მას ნამდვილად უფრო დელიკატურად და ფრანგულადაც შეეძლო, დიორის ყველაზე დიდი დიზაინერის მიწასთან გასწორების გარეშე.
ეს რა დაჰმართნია გალიანოს.
ReplyDeleteნატალისაც. ნიკოლი გალიანოსკენაა, ხოდა მეც. მთვრალი იყო და რა წამოროშა რას გაიგებ...ეპატიება.
ჰო ვიცოდით მე და ჯონმა, რომ ნიკოლით გადმოგიბირებდით :))) :*
ReplyDeleteმე მის მხარეს ვარ.
ReplyDeleteდარწმუნებული ვარ, ახლა ამ წრეებში კარგ ტონად ითვლება გალიანოს წინააღმდეგ წასვლა, რომ დააფიქსირონ: "აი მე არ ვარ ანტისემიტი".
და არავის აინტერესებს ნათქვამის კონტექსტი, მთავარია სწორად შეფასდნენ ერთმანეთის თვალში.
და მის ბოლო ჩვენებას რომ არ დაესწრნენ, ეს იმას ჰგავს, მწერლის კარგი ნაწარმოები დაუწუნო და თქვა, მე ამას არ წავიკითხავ, იმიტომ რომ სიმთავრალეში ცუდად მოიქცა :)
გალიანო ისევ დადგება ფეხზე.
მე ამ შემთხვევაში ნატალი პორტმანი მაკვირვებს ყველაზე მეტად - შეეძლო, პირადად დალაპარაკებოდა გალიანოს და მერე ელაპარაკა საჯაროდ. ვიცი, ძალიან მარტივად ვამბობ 'პირადად დალაპარაკებოდა', მაგრამ ნუ, ხომ ხვდები ნინა, რის თქმაც მინდა :) მე არ მჯერა ამ ამბების.
ReplyDeleteგალიანო შორიდან მომწონს, ყოველთვის საოცრად ორიგინალურია, ჩვენებებზე სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი რომ გამოდის :)
ქეთი,
ReplyDeleteხო იცი ევროპაში ანტისემიტიზმი ძალიან ცუდი ტონია :დ ანტისემიტს და რასისტს სოციალურ კიბეზე ასვლის შანსი არ აქვს და ეს კარგიცაა. მაგრამ გალიანო არაა ეგეთი. მთელი თავისი ცხოვრება ინტერნაციონალურ პერსონალთან მუშაობდა, თავის თავს ბოშად მიიჩნევსო, ეგეც კი წამიკითხავს)
გალიანო ისეთ დეპრესიაშია, მკურნალობა დაიწყო და თან ციხე ემუქრება, როდის დადგება ფეხზე ვინ იცის :/
ნატალია,
რა პირადად დალაპარაკებოდა :) აქ ვინმეს გალიანოს ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა აინტერესებდეს, არ მგონია. სუფთა პოლიტიკური თამაშის სცენარს ჰგავს, რაც მოხდა :(
აღასპერსაც ასეზთი წითელი ზოლები აქვს ბექზე, ეხლა შენც.. (სხვა ბლოგებზეც მინახავს, მაგრამ ის ბლოგები არ მადარდებს, არ მაინტერესებს.. ) :\ მე სადა უფრო მოწმონდა, მაგრამ გულახდილობისთ[ის იმედია, არ მიწყენ :)
ReplyDeleteჰაჰა აღასპერს სხვანაირი წითელი აქვს :))
ReplyDeleteხო იცი მეც სადა უფრო მომწონს, პირველად მაქვს ესეთი ფერი. გუშინ ყვითელიც მქონდა. რამე ფერს ვეძებ რაც ჩემს საგაზაფხულო განწყობას მოუხდება, რამეს შავ-ნაცრისფერის გარდა და ჯერ ვერ ვნახე :/
ეე რა კარგია ჩემი ბლოგის ფერი რომ გადარდებს <3
ReplyDeleteგადმობირებული ;დ ;)))
ReplyDeleteრა ცუდია, რომ დეპრესიაშია :(
ReplyDeleteაბა რა იქნება, ამდენი წელი აშენა კარიერა. და ეს არ არის ჩვეულებრივი კარიერა. ხელოვანისთვის კიდევ უფრო რთული მგონია ასეთი შედეგი
Nina, ჰოდა ეგ მადარდებს, რომ ნატალიც ასეთი აღმოჩნდა :) მიყვარს ეს გოგო და არ მინდა, რომ სხვებივით ბანალური იყოს :)
ReplyDeleteქეთი,
ReplyDeleteთან ყველაზე კოსმოპოლიტური კოლექციებით აშენა )
მია,
ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ეს პორტმანის პირველი კონტრაქტია ლუქს კლასის ბრენდთან :) :/
ჰო :((
ReplyDeleteმეც გალიანოს მხარეს ვარ ამ შემთხვევაში. გუშნწინ "შავ გედზე" ვიყავით და გამოსულები ნატალიზე ვსაუბრობდით. ეს სკანდალიც განვიხილეთ. რეალურად ხალხი ცდილობს საკუთარი თავისთვის პიარის გაწევას. ანუ "ნახეთ, მე საერთოდ არ ვარ რასისტი, ნაცისტი და ა. შ". ჰოლივუდია ბოლო–ბოლო. ჯონს რაც შეეხება, სიმთვრალეში წამოროშა რაღაც სისულელე. ამის გამო დიორიდან გამოგდება მგონი ნამეტანია. ისე კი იყოს ცალკე. აგერ ჟან–პოლი ცალკეა და ჩვენებებზე მსუქანი და შეუხედავი გოგოები გამოჰყავს. :))
ReplyDeleteცალკე ალბათ უკეთ იმუშავებს, ოღონდ ის რესურსები აღარ ექნება, რაც დიორს ჰქონდა და გულდასაწყვეტია.
ReplyDeleteგედი მოგეწონა? მე ჯერ არ მინახავს
ხო, მართალი ხარ. მაგრამ ეგ არ დაიკარგება.
ReplyDeleteარ ვიცი მომეწონა თუ არა. რაღაც არაერთგვაროვანი რეაქცია მაქვს ფილმის შესახებ. კი, წადი, ნახე. ნატალი მართლა არაჩვეულებრივად თამაშობს. მუსიკა კი ბრწყინვალეა.
ლოლ
ReplyDeleteკომენტარები, ლამის, პოსტზე გულისამაჩუყებელი იყო :დ საწყალი გალიანო, დაჩაგრული... :პ ევროპაში ანტისემიტიზმი სულაც არ ითვლება ცუდ ტონად, პირიქით – ებრაელებს (ან ისრაელის სახელმწიფოს) თუ ემხრობი, არაბების მჩაგვრელი ხარ :ვინვისსაკითხავია:
არ ვიცი, გალიანოს წარმოშობის შესახებ, მაგრამ ყველაფერი ისეთი შოუ–ბიზნესის და მარკეტინგის ფულის სუნით ყარს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს რეკლამისთვის აკეთებენ – გალიანოც, პორტმანიც და ყველა დანარჩენი... რას განიცდით, თქვენ კიდევ :პ
@როდე, შენ ნიკოლი დაგღუპავს, გეუბნები! :პ
P.S. მოიცა, ნატალია, არ გადამრიო, ანტისემიტიზმი ბანალურია? ნატალი თუ არ იქნება ებრაელების მხარეს, სხვა ვიღა უნდა იყოს? "პირადად დალაპარაკებოდა", რომელი მეგობრები ეგენი არიან, ბიზნესია და ყველამ ერთმანეთს უნდა აჯობოს პიარით/ჭკუით, თუ უნდათ როლები და სარეკლამო კონტრაქტები მიიღონ.
ReplyDeleteსანი, სად დაინახე ჩემს პოსტში ასეთი განცდები :))
ReplyDeleteამ შემთხვევაში დაიჩაგრა ხელოვანი და არა ვინმე ხუან გალიანო გიბრალტარიდან. აი ეს გულდასაწყვეტია
ისე, ამ სფეროშიც არიან ადამიანები, ყველაფერს რეკლამისთვის რომ არ აკეთებენ და ცუდია, რომ ნატალი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.
სოფი, ისე, მეგობარი მიყვებოდა, გერმანიაში ანტისემიტიზმი რა სირცხვილად ითვლება და როგორ ცდილობენ, დღეს ყველანაირად დაეხმარონ ებრაელებს. რა საინტერესოა, შენც ხომ მანდ ხარ, რატომ დაგრჩა სხვანაირი შთაბეჭდილება?
ReplyDeleteსოფი, ერთია უფლებების დაცვა, როცა ისინი ირღვევა და მეორეა, როცა ამას ყოველგვარი საფუძველის გარეშე აკეთებ. ამ შემთხვევაში, მართლა მგონია, რომ ბუზისგან სპილო შექმნეს. ებრაელები, შავკანიანები - ისეთი თემაა, როცა კაცი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ერთი თუ ფეხი წაგიცდა, ეგრევე რასისტის იარლიყს მოგაწებებენ; მაშინ როცა, იგივე რომ დავუშვათ, იტალიელზე თქვა, არანაირი რეაქცია არ მოჰყვება.
ReplyDeleteთორემ გალიანოს ჩემი დასაცავი და შესაცოდი რომ არაფერი ჭირს, კარგად ვიცი :)
აუ რა დისპუტია :)
ReplyDeleteგერმანელებს აწუხებთ ბრალის კომპლექსი. ისევე როგორც ამერიკელ თეთრებს. რაც სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც გაქრა ან ანტისემიტიზმი ან რასიზმი ან ზოგადად შოვინიზმი.
ყველაფერი ადგილზეა, უბრალოდ პოლიტკორექტულად შეფუთული.
ისე, გალიანოს რო ეთქვა შე ბაყაყიჭამია ეგეთი რეაქცია მოყვებოდა? დიორიდან რო გააპანღურებდნენ - ფაქტია, მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში თუ მოყვებოდა ასეთი რეაქცია...
გაზის კამერების ხსენება რაა - მაგას ფროიდი გვეუბნება. ასე რომ იტალიელები იყვნენ ისინი თუ მოზამბიკელები მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სხვათა შორის ისიც რასიზმია, როცა შავკანიანი აუცილებლად შავკანიანს იცავს, მუსლიმი - მუსლიმს, ებრაელი ებრაელს... ასე რომ ლოგიკა თუ არა ნატალი - მაშ ვინ გაუგებარია ჩემთვის.
ReplyDeleteყველა ნორმალური ადამიანი, მიუხედავად ეროვნებისა.
სოფიმ მგონი იფიქრა, რომ ჩვენ ყველანი ებრაელების მოძულე ხალხი ვართ და გული ამაზე დაწყდა :(
ReplyDeleteმე სტატიაშიც აღვნიშნე, რომ გალიანო ჭირვეულ ექსცენტრიულ ბავშვად მიმაჩნია და არა ანტისემიტად, ამიტომაც დავიკავე უნებურად დამცველის პოზიცია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანის დამოკიდებულების მიზეზიც ესაა. ღმერთმა დამიფაროს რასისტული აზროვნებისგან :))
თქვე მართლა დამფლუდველებო :დდდდ
ReplyDeleteშურისმაძიებელო :დდდ
ReplyDeleteაბა რა გეგონა, გილიოტინაზე რომ შემომადებინეთ თავი :დდდდ
ReplyDelete@ნატალია, არ ვიცი, რას ქმნიან, ყველა იმას იცავს, რისიც სჯერა და ნატალიზე აზრის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ "დანარჩენებივით" ანტისემიტიზმის წინააღმდეგია, არ ღირს, მგონი.
ReplyDelete@ნინა, არა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ეგ საერთოდ არ მიფიქრია, რომ ვინმე ებრაელების მოძულე ხართ.
გერმანიაში რომ ვარ და ვიცი, იმიტომ ვამბობ. აწუხებთ და სამარადისოდ ექნებათ კიდეც ეს კომპლექსი, რაც არ ნიშნავს, რომ სინანულს გრძნობენ იმის გამო, რაც ჩაიდინეს.
მე დავწერ იმჰო რატომ ღირს პორტმანზე აზრის შეცვლა.
ReplyDeleteერთი-ორი თვით ადრე დებს კონტრაქტს დიორთან ებრაელი მსახიობი და შემდეგ კაფეში გალიანოს ვიღაც ჯერ ძალიან აბრაზებს, მერე კი რატომღაც ეკითხება ჰიტლერზე და ებრაელებზე რას ფიქრობს. უმარტივესი გეგმაა ადამიანის თავიდან მოშორების და ძალიან ბინძურიც, რაშიც ნატალიმ სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა. ჯონი თუ ინტრიგას წამოეგო, ეს მისი პრობლემაა. (როცა თავის კონტროლი არ შეგიძლია, მეტსაც იმსახურებ) მეტს აღარაფერს დავწერ არც ნატალის საწინააღმდეგოდ და არც გალიანოს დასაცავად. უბრალოდ არ მჯერა ასეთი დამთხვევების, როცა საქმე LVMH-ის პოლიტიკას ეხება
ეგ შებრუნებული მომენტია.
ReplyDeleteშავკანიანებსაც ბევრს თეთრი აპრიორი რასისტი გონია.
ქვეცნობიერად, მაგრამ გონია. ამაზე წიგნებია დაწერილი. :)
ეს ეხება ყველა ერთ დროს უსამართლოდ დევნილს.
როგორც იუნგი ამბობდა - არქეტიპებია ეს.
სხვათა შორის ვუდი ალენი საუბრობს ამაზე ხშირად და თვითირონიზირებს. ამიტომაც მიყვარს ეგ ადამიანი. :)
ლორდ სანთლით საძებარი ადამიანიაო, რომ ამბობენ, ეგ ხარ :დ მეც მიყვარს ალენი, მაგრამ ამის აღნიშვნას ვერიდები, როგორც წესი, ამას ძალიან მძაფრი რეაქცია მოსდევს ხოლმე სხვების მხრიდან )
ReplyDeleteჰმ...
ReplyDeleteარ ვიცი, ჩემნაერებს ეძებენ თუ არა, მაგრამ რომ იპოვნიან, ძალიან მალე კინწისკვრით აგდებენ ხოლმე. :)
ვისი რეაქცია?
გვახარიასი? :)
მაგას არ ევასება ალენი. ფეისბუქშიც კი გავარჩიეთ ეგ საკითხი. თუმცა, ძალიან ბევრს ევასება. ბოლოსდაბოლოს ერთ-ერთ ყველაზე კომერციულად წარმატებული რეჟისორია ე.წ. "ინტელექტუალ" რეჟისორთა შორის.
ვინ გამოგაგდო კინწისკვრით? :დდ
ReplyDeleteრა ვიცი. ჩემს გარემოცვაში ნაკლებად ევასებათ. უშინაარსო მარაზმატიკად მიაჩნიათ :)
გარემოცვა გამოიცვალე :)
ReplyDeleteახლა წავიკითხე შემდეგი კომენტარები.
ReplyDeleteმე პირადად ვიცავ უნიჭიერეს ხელოვანს.
და ვინც რამეს ქმნის, მას შეუძლია გაგება, როგორი ძნელი შეიძლება იყოს, შენი ხელოვნებით მიღწეული წარმატება თავზე დაგანგრიონ, მით უმეტეს, პროვოკაციის საშუალებით.