გუშინ საღამოს ბაღში ვიჯექი. მეგობარს ველოდებოდი, რომელსაც უყვარს კოპენჰაგენური როკ-ფესტივალები ტალახიან მდელოებზე, ველოსიპედით ავარიაში მოხვედრისას კი პირველ რიგში იმაზე ფიქრობს, ღვინის ბოთლი ხო არ გაუტყდა. მერე ის დავინახე. ისეთივე გამხდარი იყო, როგორც ყოველთვის. არა, კიდევ უფრო გამხდარი. თმა შეკრული ჰქონდა და ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა სახლში. ბიჭი, რომელსაც საფრანგეთი სძულს (რასაც ვერ ვიტყვით ფრანგულ ლიტერატურაზე და ფრანგული კულტურის სხვადასხვა მონაპოვარზე :)). ბიჭი, რომელთანაც კატა-თაგვობანას თამაში ისე მომწონდა, რომ ამას რამდენიმე წელი დავუთმე (შუალედებით, რა თქმა უნდა, ლოლ).
უცნაურია, ამას რომ ბლოგზე ვწერ. დღეს თვალის გახელიდან რაღაცნაირი je ne sais quoi განწყობა მაქვს. იმასავით არსად მეჩქარება. თან მეჩქარება კიდეც. ოღონდ ისე მაინც არა, როგორც აქ ეჩქარებათ ხოლმე. ორი დღის წინ კოსტავაზე ვიდექი, ველოდებოდი შუქნიშანზე წითელი როდის აინთებოდა და სანამ ეს მოხდა, სადღაც ოცი წამის განმავლობაში, ათიოდე ადამიანმა გადაჭრა ქუჩა. ამ დროს ყურებში სულ Unkle-ის Rabbit in your headlights მაქვს ხოლმე. ადამიანი, რომელსაც ოცი წამით `აგვიანდება`, არ არის წესების დამრღვევი ანარქისტი, ის არის ბოცვერი თქვენს შუქფარებში.
მე ის ბოცვერი ვარ, რომელსაც მარწყვი უყვარს, ანტრეს პური საუზმეზე, ამ პურზე ცივი რძის დაყოლება და მზიანი დილები.
და უყვარს ფერები. ბევრი ფერი.
ეს ჩემი style inspiration არის მილანის მოდის კვირეულიდან. ქართული FW-დან კი - ჯერჯერობით დაიან პერნე, მოდის ყველაზე საკულტო ბლოგერი, რომელთან შეხვედრას ისევე ძალიან ველოდები, როგორც მისი ფილმების ფესტივალს.
მე კიდევ ქეითის ინსპირაცია ვარ, ყველაზე indie ბლოგერის, რომელსაც იტალია უყვარს. ასეთი ჯაჭვური რეაქცია გამოვიდა _ მილანი და მე, მე და ქეითი. მე და ჭიქა მშრალი, წითელი ღვინო, რომლის დალევის დროსაც ალბათ ამ კვირაში ვერ გამოვნახავ.
თქვენ კი Unkle-ს ზემოთ ნახსენები სიმღერით, ტომ იორკსა და დენი ლავანს გიტოვებთ. თუ აქამდე არ გაქვთ ნანახი, ალბათ დიდი ხნით გახდება თქვენი შთაგონების წყარო. იმედია, იმ კუთხით არა, როგორითაც ფეხით მოსიარულე თბილისელებისათვის გახდა :)
saintereso megobaria, kide mindoda masze wamekitxa.
ReplyDeleteda marwyvebis danaxvaze ki gamibrwyinda tvalebi :)))))
oh eg bocvrebi ki sul chems shuqfarebshi arian
ვეცდები კიდევ დავწერო მასზე სხვა დროს :)
ReplyDeleteეს ორი თვე თვალებგაბრწყინებულები ვივლით <3
:/
ნინა
ReplyDeleteანქლის ალბათ, საუკეთესო ტრეკია, სტუდიო ვერსია უფრო დრამატულია, ძალიან მომწონს.
მე რომ გზის პირას ვიდგე და ამ მუსიკას ვუსმენდე, ალბათ კლიპში რომ კაცია, აი ეგ მოქმედებები მომინდებოდა, ამიტომ თავს ვიკავებ აიპანდში ამ ტრეკის მოხვედრისგან :დდ
კარგი იყო კატა–თაგვობანას ამბები რომ გაგვანდე ;))
როდე, ეს კაცი ფრანგი მსახიობია, ძაალიან კარგი მსახიობი, დენი ლავანი <3
ReplyDeleteნუ თუ მანქანა გამიჩერებს და შიგ ანქლის წევრები ისხდებიან, გავრისკავდი მეც „ამ მოქმედებებს“ )))
როგორ მიხარია ხოლმე, როდესაც რაღაც საინტერესოს ვკითხულოვ(პოსტი) და რაღაც ძველს აღმოვაჩენ და ხელახლა მომწონს (სიმღერა).
ReplyDeleteმე ცარიელ ქუჩაზეც კი ველოდები ხოლმე შუქნიშანს :)) მაგ ამბავში ძალიან მშიშარა ვარ.
ReplyDeleteმზიანი დილები მიყვარს მეც და ახალი დღის დაწყება :)
პ.ს ანტრეში არ ვყოფილვარ. წარმოგიდგენიათ? ანტრეში არ ვყოფილვარ! თუმცა, რა არის ამაში წარმოუდგენელი :))
13th Cinnamon
ReplyDelete:*
ნატალია,
შიშზეც არაა, ზოგი წითელზეც არ აჩერებს და შეიძლება გაგიტანოს :დ ჰომო საპიენსობის ამბავია მანდ :დ
მოგიწევს, სულ მალე. ნუ თუ შარდენზე ჩვენი საკონდიტრო თუ რაღაც ვერ ვნახეთ )))
მომწონს როგორც წერ :>
ReplyDeleteსაინტერესოდ
ზუსტად ეგ სიტუაცია მქონდა ამას წინათ, წითელზეც რომ არ გაჩერა და ისევ მე დავუთმე გზა :)
ReplyDeleteKiwi
ReplyDeletethanks :)
Keti
ხო არა? არადა რამდენი ფული და შრომა ჩაიყარა ამ შუქნიშნების და გადასასვლელების მოწყობაში :დ ნამდვილი ზულუს ტომები ვართ რა ))
zustad :)
ReplyDeleteკარგი ვეშია ეს Rabbit in your headlights. კატა-თაგვობანას თამაში კი ყველაზე აზარტული და საინტერესო, ვაბშეტა ეგ თამაში ცალკე დიიიდიიი პოსტის ღირსია.
ReplyDeletetoo personal ;)
ReplyDeleteანტრე რა არის? ანუ სად არის? :)
ReplyDeleteრამდენი ხანია ასეთი პოსტი აღარ წამიკითხავს. საერთოდ, ბლოგები აღარ მინახავს და მომნატრებია.
ქეითი კიდევ ყველაზე ინდი და ყველაზე ისეთი ბლოგერია, ვერ გაგიგია გიყვარს თუ ნერვებს გიშლის.
მიყვარს. მიყვარს. :)
:))
ReplyDeleteანტრე ფრანგული საცხობის ქსელია თბილისში, კაფეები აქვს რუსთაველზე, პეკინზე... კრუასანები, პურები, ნამცხვრები და ეგეთი რამეები აქვთ <3
:*