ეს დღეებია თავს ანტიკურ ხანაში მცხოვრებ ადამიანად ვგრძნობ. არა, არც ღვინის წყალში გაზავება დამიწყია და არც დროის სხვა განზომილებაში ტელეპორტაციის საიდუმლო აღმომიჩენია. უბრალოდ, როგორც იცით, გასულ კვირას ლოტოფაგების ქვეყანაში შევხვდი, ჩემი ნოსტალგიური პოსტის წყალობით კი ნეტგაზეთზე თანამედროვე ოდისევსის სტატუსიც მივიღე. ისტორიის გაგრძელებას აღარ ველოდი, როდესაც მახო ხარბედიამ (ონ ჟე მალხაზ, ონ ჟე მოი ბოს, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი და ა.შ. - ვფიქრობ, რომ იცნობთ) მკითხა, შაბათ საღამოსთვის რაიმე გეგმები მქონდა თუ არა და თუ შემეძლო რესტორან „კალიფსო“-ში შვიდ საათზე მივსულიყავი. აქ უკვე ნამდვილად დავიძაბე. ჯერ იყო და გრინფილდს უნდოდა თავისი საძაგელი ლოტოსის ჩაით ჩემში პატრიოტული ამნეზიის გამოწვევა, ახლა კიდევ კალიფსოსთან მოხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. მოკლედ, მართლა დავიძაბე და თვალი წინ, კედელზე ჩამოკიდებულ კოლაჟზე გამიშტერდა, რომელიც თავადვე შევქმენი. ჩემს შემოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ერთი რამ ამ კოლაჟთან დაკავშირებით ნაღდია - წარწერა „Случаиность - постоянный принцип“.
მეორე დღეს კალიფსოში რომ მივედი, ალბათ ამ პრინციპის დამსახურებაცაა, თუმცა გადამწყვეტი როლი მაინც იმ ღონისძიებამ ითამაშა, რომელიც შაბათ საღამოს ღვინის კლუბმა და საქართველოს მეთევზეთა კლუბმა გამართეს. საღამოს მიზანი ქართული ღვინისა და საქართველოში გავრცელებული თევზის სახეობების საუკეთესო წყვილების აღმოჩენაში მდგომარეობდა. იქ ბლოგერის სტატუსით მივედი, რამაც მაქსიმალურად მომცა საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე კონცენტრირების საშუალება და მაინც, ვეცდები მხოლოდ საკუთარ თავზე არ გესაუბროთ.
პირველ რიგში, კალიფსოსთან რომ მოხვდეთ, არ არის საჭირო ხომალდის ნაფოტზე ჩაფრენილმა ზღვაში ცხრა დღე იცუროთ. ეს ახალი რესტორანი თამარაშვილის 17-ში მდებარეობს და ინტერიერის (მიუხედავად იმისა, რომ ხისაა) წყალობით ნაუტილუსის და კუსტოს კალიფსოს ასოციაციებს უფრო იწვევს, ვიდრე რაიმე ბერძნულის. სასიამოვნო გარემოს ფაქტორი იყო თუ კარგ ხალხთან შეხვედრის, დარჩენის სურვილი შვიდი წლით არა, მაგრამ რამდენიმე საათით მაშინვე გამიჩნდა. თუმცა საღამოს მთავარი ხიბლი მაინც ის იყო, რომ მას ორი საქმეში დიდად ჩახედული ადამიანი, მახო ხარბედია და რესტორნის მასპინძელი, ასევე მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი უძღვებოდა. ამ უკანასკნელმა, გარდა იმისა, რომ დეტალურად ისაუბრა შემოთავაზებულ კერძებზე, ყურადღება ბრაკონიერების და გადაშენების პირას მდგარი თევზის ჯიშების თემაზე გაამახვილა. მახოს ნაწილი სტუმრებისთვის უფრო სასიამოვნო გახლდათ, რადგან იშვიათი ფუფუნებაა სადილის დროს პროფესიონალი გურმანის რჩევების მიღება და პარალელურად თევზსა და ლიტერატურაზე საუბარი. ვიცი ახლა ფიქრობთ, რედაქტორია და აქებსო, მაგრამ ეს გარემოება ჩემთვის შემზღუდავი უფროა, ვიდრე წამახალისებელი. მახოს მიმართ ობიექტური რომ ვერ იყო, მასთან მეგობრობა და მუშაობა არაა საჭირო, საკმარისია ჰოლდენ კოლფილდზე მისი დაწერილი ანტიამნეზიური თავის წაკითხვა. ამიტომ ამბის უფრო ობიექტურ ნაწილზე გადავალ - თევზის კერძებსა და ქართულ ღვინოებზე.
ჩემი მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ ორაგულს, კრევეტებს, კალმახს და სხვა თევზებს ერთნაირად კარგად უხდება ვარდისფერი ღვინო. მისი სმა ზამთარში არ მიყვარს, მაგრამ თევზებთან ჩემთვის უკონკურენტოა. პირველად გავსინჯე თელავის ღვინის მარნის საფერავი როზე. ვარდისფერში ყველაზე მეტად მარწყვის ტონები მომწონს, მაგრამ ამ ღვინის ბუკეტიც მშვენიერია, ყვავილების არომატით. საკმაოდ კარგი მჟავიანობა აქვს, რის გამოც სწორედ თევზთან გირჩევდით მის დალევას და ნაკლებად ხილთან. ჩემი აზრით, ახალგაზრდა ყველის კარგი მეწყვილეც იქნება.
კალიფსოში აუცილებლად უნდა გასინჯოთ კონიაკის და სანელებლების მარინადში გამოყვანილი ორაგულის ფილე (მაგ. ბადაგონის წინანდალთან ან თელავის მარნის მწვანე ქისთან). შესანიშნავი იყო შემწვარი კალმახი ქამა სოკოთი და ნაღებით, რბილი, დელიკატური კერძი, რომელსაც ძალიან მოუხდა ისეთი მშრალი და მკაცრი ხასიათის ღვინო, როგორიცაა შუხმანის შარდონე, ხის და ვანილის ტონებით, თუმცა მაინც საკმაოდ ცოცხალი. ასევე კარგად შეეწყო შატო მუხრანის თეთრ სოვინიონსაც. ყველაფერი მოუხდა შემწვარ ბარაბულს - ამ თევზს იმდენად არაფრით გამორჩეული გემო აქვს, რომ თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ ყველაზე ეგზოტიკური გემოს სოუსებს თუ რთულ ღვინოებს.
შესანიშნავი ღვინოების დამსახურება იყო თუ კალიფსოს მზაკვრობის, ვახშამზე მართლა გვიანობამდე შემოვრჩი. შუაღამე უკვე გადასული იყო, როცა სახლი გამახსენდა და კეთილ მასპინძელს გამოვემშვიდობე. ჰომეროსის სიუჟეტს თუ მივყვებით, ახლა ალბათ ფეაკელებთან უნდა ვიჯდე და დემოდოკეს სიმღერას ვისმენდე აფროდიტესა და არესის ცოდვიან სიყვარულზე. ამის მაგივრად ჩემს ოთახში ვზივარ და ერიკ ტრიუფას არხანგელსკს ვუსმენ. ითაკამდე, ალბათ, შორია...
მშვენიერი მოგზაურობა გამოგსვლია. :) კარგი ღვინო, გემრიელი კერძები საინტერესო ადამიანებთან ერთად და მერე თუ გინდა ხომალდითაც იფრენ. :)
ReplyDeleteსულ ვცდილობ ღვინოში სხვადასხვა არომატები აღმოვაჩინო, მაგრამ არ გამომდის. :(
ეს ამბები ხომ კარგი და ისე წერ, გემრიელად, სიამოვნება მივიღე კითხვისგან :)
ReplyDeleteგიო, ხომალდებით ფრენის რა გითხრა აბა :)))
ReplyDeleteბუკეტის გახსნა მარტივია, ჭიქას შეანჯღრევ და ჰაერი თავისას იზამს :)
ქეთი, რა კარგია, მადლობა :*
ეს პოსტი წავიკითხე.
ReplyDelete(ზდეს ბილ ვასიას პონტშია)
ვასია, ოდისეაზე ვიცი შენი აზრი, მაგრამ
ReplyDeleteღვინის და თევზის თემაც ასეთი უინტერესოა შენთვის? :)
როცა სათქმელი არაფერი მაქვს, ლაიქს ვაჭერ ხოლმე, მაგრამ WP-გან განსხვავებით, ბლოგსპოტს ეგ არ აქვს.
ReplyDeletehttp://bit.ly/hqaGgr
სათაურთან აიხედე :))
ReplyDeleteეგ ფეისბუქის ლაიქია და არა ბლოგსპოტის.
ReplyDeleteთან მე არ ვარ ფეისბუქზე.
კაი რა რა მნიშვნელობა აქვს. ის კი არა ეს ჯობია, აქაც ჩანს და ფბ-ზეც :P
ReplyDeleteმშიერზე ამ პოსტის წაკითხვა არაფრით შეიძლება :))
ReplyDeleteმშიერი არ ვარ მარა მომშივდა და მომწყურდა.. :) რესტორნის იდეა მომწონს. სათანადო ფინანსებით ბათუმში ასეთ რესტორანს უფრო უკეთესი პერსპექტივა ექნება... პირატების გალეონსაც (შავი მარგალიტი) თუ დავამატებთ ასეთ ფანტასტიკურ კრუიზზე არავინ იტყვის უარს..
ReplyDeleteნინო :)))
ReplyDeleteAnonymous რა უცნაურია, ბათუმში თევზის რესტორანი არ არის? :O
arc vici... ubralod Kalypsos interior ro vnaxe da stili...idea momvida... Restorani zgvashi... tsarmoidgine dzveli stilis navsadgurze xedav uzarmazar galeons...ra lamazi ikneba...umagresi Party-s motsyoba sheidzleba zgvashi... :) nebismieri stumaristvis tundac 1 dgiani kruizi aset gemze dauvitsyari ikneba.. :)
ReplyDeleteაა ეგ სულ სხვა რამეა :) მართლა მაგარი იქნება :)
ReplyDeleteyeap :) Wine Club Tbilisi-s tsevri xar?
ReplyDeleteki, ogond araoficialuri :))))
ReplyDeleteშენს ბლოგს style seeker კი არა, "sought and found" უნდა ერქვას. სასწაულად stylish პოსტი იყო, ფოტოებიც ისე საკაიფოდ გაქვს ჩასმული. რა კარგი იქნებოდა, გადაცემას რომ აკეთებდე იმაზე, რასაც წერ.
ReplyDeleteსანი <3 ბევრი ვიცინე ამ სათაურზე ოღონდ ლოყებავარდისფერებულმა :)) დიდი მადლობა :) მართლა რა მაგარი იქნებოდა, ჩვენთან ღვინოზე რომ კეთდებოდეს გადაცემა :)
ReplyDeleteრა ზღაპრულია და რა ლამაზი. დროის მანქანა გიპოვია. მომწონს შენი პოსტები
ReplyDeleteნერწყვი მომადგა :/
ReplyDelete