Sunday, November 28, 2010

კონსერვატიზმისა და რეფორმების იდილიის შესახებ


ამ კვირაში ბრიტანეთისთვის იმიჯის შეცვლა ჩემს მთავარ მიზნად ვაქციე. გადავწყვიტე, ყველას ვაჩვენო, რომ ნისლიანი ალბიონი ცივი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია პლანეტაზე. ეს არც ისე რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა, რადგან თავად ბრიტანელებმა ის ჩემს მაგივრად შეასრულეს. ყველაზე ნიჭიერად ეს ედრიენ ნიქოლას მეთიუს თოუსს გამოუვიდა. სახელი არაფერს გეუბნებათ? მეეჭვება, რადგან ამ ადამიანის მუსიკას მხოლოდ last.fm -ის გვერდზე 13 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს დაფიქსირებული. უბრალოდ, ის ცოტას ეშმაკობს, რომ ყველამ მაშინვე არ იცნოს, ამიტომაც აიღო ასეთი ფსევდონიმი - Tricky.
მიუხედავად ამისა, უბრალოდ შეუძლებელია მისი ვერ ცნობა, თუმცა მუსიკა, რომელსაც ის ქმნის, ძალიან მრავალფეროვანია და ერთ მიმდინარეობაში არ ეტევა. სამაგიეროდ ხასიათი ყოველთვის შენარჩუნებულია. ან კი გინახავთ ბრიტანელი, ხასიათს რომ ღალატობდეს?!
მაგალითისთვის, მისი ახალი სიმღერა ავიღოთ ასევე ახალი ალბომიდან - Kingston Logic. კომპოზიცია თრიქისთვის უჩვეულო, მექანიკური დრაივით იწყება. ეს არის არა რაიმე მინიშნება, არამედ სუფთა ძველი ფრანგული ჰაუსის რიტმები. ის არის, იწყებ ფიქრს პარიზულ გლამურზე, კლუბურ გარემოზე, ტექნო მოძრაობებზე, რომ უცებ თრიქი შემოდის და მთელი ეს პერსონაჟები ბრისტოლიდან სიგარეტის კვამლის ფონზე, გაუცხოება, ინგლისური, პირქუში ესთეტიკა შენს თვალწინ ცოცხლდება.

ჰო, ეს ის ადამიანი აღარ არის, 15 წლის წინ ტრიპ-ჰოპის ისტორიას რომ ქმნიდა Massive Attack-თან და ბიორკთან ერთად. მადლობა ღმერთს, რადგან ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მუსიკოსს და ზოგადად შემოქმედს დაემართოს, სტატიკურობაა. ამას თრიქის ნამდვილად ვერ დააბრალებ, ის იმაზე მეტად მოძრავიც კი გახდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თავადაც აღნიშნა, როდესაც ახალი ალბომის, Mixed Race -ის ჩაწერა დაამთავრა, რომ უნდოდა რაიმე ისეთის შექმნა, რისი დაკვრაც კლუბებში იქნებოდა შესაძლებელი. თან დაამატა, ეს ძალიან უჩვეულოა, რადგან სულაც არაფერში მაინტერესებს ეს თქვენი კლუბებიო.
ახალი ალბომი იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ ნიჭიერ მუსიკოსს ყველა ჟანრში შეუძლია ძალების მოსინჯვა ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს - იქნება ეს ჰაუსი, ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, რეგგი, როკი თუ ბლუზი. თუმცა, ამის დასადასტურებლად მისი ნებისმიერი წინა ალბომის აღება შეიძლება. უბრალოდ, ისინი სტილის თვალსაზრისით უფრო შეკრული იყო, Mixed Race კი, როგორც ამას სახელიც გვეუბნება, ნარევია ძველის, ექსპერიმენტების, ჟანრების. შესაძლოა, თრიქი უბრალოდ ახალ საკუთარ თავს ეძებს. როგორც არ უნდა იყოს, მე ამ ევოლუციას სიამოვნებით, კონსერვატორის საყვედურების გარეშე დავაკვირდები. გოუ ბრიტანია!

9 comments:

  1. თრიქი მეც ბიერკიმ გამაცნო. ძალიან კარგია და ახალია ლბომის მოსმენა მომინდა. ეს კლიპიც დამევასა და იმედია გავჩითავ ახალ ალბომს.

    ReplyDelete
  2. როდე, გინდა მაწყენინო? რა იმედებს გამოთქვამ :D

    http://www.megaupload.com/?d=U3FZHJNN
    320 ხარისხია)

    ReplyDelete
  3. აუ აუ რა ჯიგარი ხარ!
    გაიხარე! ახალი ალბომის დაგემოვნების პროცესი მექნება მალეეე!!:**

    ReplyDelete
  4. ედრიენ ნიქოლას მეთიუს თოუსს - ეს სახელი იმას მეუბნება რომ საკუთარი სახელების დაწერის ჩემებურ სტილზე გადმოგიყვანე. :)

    ისე კი პარიზი, ფრანგებიო და ერესში რატომ გადავარდი? მოხდა რამე? შეყვარებულს დაშორდი?

    ReplyDelete
  5. undone
    :*

    Lord,
    :))
    ჰო, დავშორდი :)
    ბრიტანული მუსიკა უკონკურენტოა, მთელი ცხოვრება ბრისტოლ საუნდს ვუსმენ :)

    ReplyDelete
  6. ამ ნისლში იმხელა სითბოა, ოოოო... :)

    ReplyDelete
  7. კლიპი უფრო მომეწონა :)
    მართალი ხარ, შემოქმედებაში სტატიკურობა ცუდია.

    ReplyDelete
  8. ვიზიარებ აზრს, რომ ბრიტანული მუსიკა უკონკურენტოა ))) ერთ რამეში მაინც ხომ უნდა გაუმართლოთ ))
    და...
    პოსტის სათაურმა რა ისტერიკით შემომაგდო, რომ იცოდეთ ))

    ReplyDelete
  9. ზურ,
    :))
    რატო, ლიტერატურაც არ აქვთ ურიგო :)))

    ReplyDelete